Услуги грузовой авиации в Африке

კომპანია AVIAVTM(CofranceSARL) მოხარულია შემოგთავაზოთ სატვირთო ავიაციის მომსახურება აფრიკაში. ჩვენი თვითმფრინავები დაფრინავენ კონტინენტის ყველა ქვეყანაში, ამიტომ, თუ თქვენ გესაჭიროებათ რაიმე ნივთის გადაზიდვა ერთი სახელმწიფოს შიგნით ან მის ფარგლებს გარეთ, ჩვენ აუცილებლად გამოვნახავთ თქვენთვის ხელსაყრელ საჰაერო ხომალდს.

ტვირთების ავიაგადაზიდვის შეკვეთისთვის  საკმარისია დატოვოთ განაცხადი ჩვენს საიტზე ან დაუკავშირდეთ მენეჯერს და აუხსნათ, როგორი რეისი გესაჭიროებათ. მიწოდების ღირებულების გაანგარიშებისთვის მიუთითეთ შემდეგი მონაცემები:

– გაფრენისა და დანიშნულების პუნქტები,

– გამგზავრების თარიღი,

– ტვირთების ტიპი და მახასიათებლები,

– მათი დაახლოებითი წონა და მოცულობა.

კომპანიაAVIAVTM(CofranceSARL)-ის თანამშრომელი დაუყონებლივ მოგახსენებთ რეისის საორიენტაციო ღირებულებას, ხოლო ზუსტი თანხის გაანგარიშება შესაძლებელი იქნება ყველა დეტალის შეთანხმების შემდეგ. ხელშეკრულება იდება დისტანციურად, ხოლო გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით. საჭირო დღეს ტვირთსწაიღებენ მითითებული ადგილიდან, შეფუთავენ, მიიტანენ აეროპორტამდე და გადაზიდავენ დანიშნულების პუნქტში დამკვეთის კარამდე, ააწყობენ დასაშლელ კონსტრუქციებს ასეთების არსებობის შემთხვევაში. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ წარმოგიდგენთ საწყობს ნივთების შესანახად თქვენთვის საჭირო ქალაქში.

ჩვენ ვმუშაობთ ტვირთების ნებისმიერ სახეობასთან

Услуги грузовой авиации в Африке

სატვირთო ავიაციის მომსახურება საჭირო ხდება სხვადასხვა სიტუაციაში. ყველაზე ხშირად მათ ირჩევენ ორგანიზაციები საქონლის ან მოწყობილობებისგადასაზიდად. განსაკუთრებით აქტუალურია ესეთი გადაზიდვები, თუ საუბარია მალფუჭებადი კვების პროდუქტებზე ან ყვავილებზე. ხშირად საჭირო ხდება ავტომანქანის ან სხვადასხვა დანიშნულების ტექნიკის რემონტისთვის საჭირო დეტალების სასწრაფოდ გადაგზავნა.

აგრეთვე ხშირად მწვავედ დგება სატვირთო ავიაგადაზიდვებისაუცილებლობა პირადი მიზნებისთვის.სხვა ქალაქში ან ქვეყანაში ავეჯის, მუსიკალური ინსტრუმენტების, ხელოვნების ნიმუშების და ფასეულობების, მნიშვნელოვანი დოკუმენტების მიწოდება – ამ ყველაფრისთვის სატვირთო ავიაციის მომსახურება შეუცვლელია. ხშირად აუცილებელი ხდება შინაური, ხანდახან კი გარეული ცხოველების გადაზიდვა. ჩვენ შეგვიძლია გადავიყვანოთ არა მხოლოდ ძაღლები და კატები, არამედ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ფრინველი, წყლის ბინადრები – რასაც კი მოისურვებთ. საჭიროების შემთხვევაში წარმოგიდგენთ ვეტერინარის, ცხოველების მწვრთნელის ან უბრალოდ თანმხლები პირის მომსახურებას.

თანმხლები დოკუმენტაცია

რაიმე ნივთებისა ან ცხოველების გაგზავნისას თითქმის ყოველთვის საჭიროა ცნობების, ნებართვების და სხვა დოკუმენტების გაფორმება. სატვირთო ავიაცია აფრიკაში ასევე არ წარმოადგენს გამონაკლისს.კომპანია AVIAVTM(CofranceSARL)დაგეხმარებათ ყველა საჭირო ქაღალდის შეგროვებაში, რათა არ წარმოიშვას  არანაირი სირთულე აეროპორტში. ჩვენს შტატში მუშაობენ გამოცდილი იურისტები, რომლებიც მზად არიან გაგიწიონ კონსულტაცია რთულ სიტუაციაში, მაგალითად, თუ საუბარია რაიმე ფასეულობის, ანტიკვარიატის, ხელოვნების ნიმუშების გატანაზე. ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია, სადავო სიტუაციაში ჩვენ დავეხმარებით ჩვენს კლიენტებს მათი ინტერესების დაცვაში.

Услуги грузовой авиации в Африке

ჩვენ გთავაზობთ რეისებს თანამედროვე თვითმფრინავებით წამყვანი მსოფლიო მწარმოებლებისგან. მოდელის არჩევანი დამოკიდებულია გზავნილების წონაზე და გაბარიტებზე. ნებისმიერ შემთხვევაში ავიაგადაზიდვა არის სრულიად უსაფრთხო: თქვენი ნივთები მოწოდებული იქნება იდეალურად შენარჩუნებულ მდგომარეობაში. თუმცაღა სურვილის შემთხვევაში თქვენ მაინც შეგიძლიათ დააზღვიოთტვირთები, რაშიც დაგეხმარებათ კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL). ჩვენ გირჩევთ საიმედო კომპანიას,დავაკვირდებით ხელშეკრულების კორექტულად შედგენას და მეტად შესაძლო რისკების დაფარვას. გზავნილების დაზღვევის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღებას თქვენ ყოველთვის შეძლებთ ჩვენი მენეჯერისგან.

კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL) მუშაობს აფრიკის ყველა ქვეყანაში, ქალაქში, სადაც არის აეროპორტები. თუმცაღა, ძნელად ხელმისაწვდომ ადგილებში ყოველთვის მზად ვართ წარმოვადგინოთ ვერტმფრენები, რომლებსაც აგრეთვე ხშირად იყენებენ ტვირთების გადასაზიდად. ჩვენთან თანამშრომლობა მარტივია და სასიამოვნო: ჩვენ ოპერატიულად მოვახდენთ ნებისმიერი სირთულის რეისის ორგანიზებას ყველაზე ხელსაყრელი პირობებით.